პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სავარაუდოდ, 8 ადამიანი დააკავეს
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ამ დროისთვის, სავარაუდოდ, უკვე 8 ადამიანია დაკავებული.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ არიან დაკავებულები.
დაკავება სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები საკომიტეტო სხდომაზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ.