“აი, ახლა დაგვხატავდა ვადამდელი…” - ლალი მოროშკინა
ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“აი, ახლა დაგვხატავდა ვადამდელი…” - წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პარლამენტში, საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვას დაძაბულობა და შეხლა-შემოხლა მოჰყვა, როგორც კომიტეტის დარბაზში, ასევე პარლამენტის დერეფნებში. აქცია აგრეთვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს წინაც. აქციაზე ამ დროისთვის 8 ადამიანია დაკავებული.