პარლამენტის ეზოდან მედიის წარმომადგენლები გამოყარეს (ვიდეო)
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა პარლამენტის ეზოდან მედიის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გამოყარა. ვიდეოს „ტვ პირველი“ აქვეყნებს.
წინასწარი ინფორმაციით, ადგილიდან გამოაძევეს „ნეტგაზეთის“, „ონ.ჯი“- ს და „ფორმულას“ ჟურნალისტები.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ჟურნალისტზე დაშვებული იყო პარლამენტში საქმიანობის საშვი.