ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი დააკავეს
ჟურნალისტი, ზურა ვარდიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი კოლეგა, ნათია ამირანაშვილი წერს.
„ზურა ვარდიაშვილი დააკავეს“ - წერს ამირანაშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტში, საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვას დაძაბულობა და შეხლა-შემოხლა მოჰყვა, როგორც კომიტეტის დარბაზში, ასევე პარლამენტის დერეფნებში. აქცია აგრეთვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს წინაც. აქციაზე ამ დროისთვის 8 ადამიანია დაკავებული.