თეგებით ძიება

„ამ კანონის მიღების შემდეგ პარლამენტი ხდება ანტიკონსტიტუციური“ - უჩა ნანუაშვილი

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ამ კანონის მიღების შემდეგ პარლამენტი ხდება ანტიკონსტიტუციური:

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78“, - წერს ნანუაშვილი.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა