ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს
პარლამენტთან „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია „პუბლიკას“ რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილიც.
შეგახსენებთ, პარლამენტში, საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვას დაძაბულობა და შეხლა-შემოხლა მოჰყვა, როგორც კომიტეტის დარბაზში, ასევე პარლამენტის დერეფნებში. აქცია აგრეთვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს წინაც. აქციაზე ამ დროისთვის 8 ადამიანია დაკავებული.