თეგებით ძიება

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია 4 პიროვნება - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაკავებულია 4 პირი.

„ამ ეტაპისთვის დაკავებულია 4 პიროვნება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. როგორც ხედავთ, ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, რომელიც გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში. არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ აქციის წევრებს გზის გახსნისკენ, წესრიგისკენ, თუმცა არ დაემორჩილნენ და პოლიციელებმა შესაბამისად იმოქმედეს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში, საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვას დაძაბულობა და შეხლა-შემოხლა მოჰყვა, როგორც კომიტეტის დარბაზში, ასევე პარლამენტის დერეფნებში. აქცია აგრეთვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს წინაც. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა