11 წლის შშმ გოგოზე მამინაცვალმა სექსუალურად ძმის თვალწინ იძალადა - საზარელი შემთხვევა თბილისში
11 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონა მოზარდი მამინაცვლის მხრიდან თვეების განმავლობაში სექსუალურ, ხოლო ბიოლოგიური დედის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ რაიონში მომხდარი საზარელი დანაშაულის გამო ახლა განსასჯელთა სკამზე 30 წლის მამაკაცი და 50 წლის ქალი ზის, თუმცა ძალადობის მსხვერპლის დედა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გამოძიება ახლა ცდილობს დაამტკიცოს, რომ 11 წლის გოგონას დედა ცდილობდა დაზარალებული დაერწმუნებინა, მამინაცვლის სასარგებლოდ ჩვენება შეეცვალა, ანუ ბავშვს ეთქვა სასამართლოს წინაშე ის, რომ 30 წლის მამაკაცი მასზე სექსუალურად არ ძალადობდა.
ტლეკომპანიის ცნობითვე, საქმეში დევს კიდევ ერთი არასრულწლოვანის, მოზარდის 8 წლის ძმის ჩვენებაც, რომელშიც ის ამტკიცებს რომ საკუთარი თვალით ნახა თუ როგორ ძალადობდა მამაკაცი მის დაზე. "კურიერმა" გახმაურებული საქმის მასალები ექსკლუზიურად მოიპოვა.
ახლა მოზარდზე მოძალადე მამინაცვალი დაკავებულია. 30 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. საქალაქო სასამართლო კი საქმის არსებით განხილვაზე გადადის. სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე მოსამართლის წინაშე ჩვენებას თავად და-ძმა მისცემს.
თავად დაზარალებული და მისი ძმა ახლა სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა. განცალკევების ორდერის გაცემის საფუძველზე ისინი ახლა თავშესაფარში ცხოვრობენ. ქალის მიმართ გამოწერილია შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც. 30 წლის მამინაცვალს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო, ხოლო ბავშვების დედას რამდენიმეშშწლიანი პატიმრობა ემუქრება.