კვარა ძალიან მაგარი ფეხბურთელია, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ნამდვილი ოქროს ბიჭია - რას ამბობს ვიქტო ოსიმენი ხვიჩაზე?
იტალიის საფეხბურთო კლუბის "ნაპოლის" ფეხბურთელი, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი თანაგუნდელზე საუბრობს და ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბიჭს უწოდებს.
"ხვიჩა კვარაცხელია? - ჩვენ მაგარი დუეტი გვაქვს, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ცხადია, კვარა ძალიან მაგარი ფეხბურთელია, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ნამდვილი ოქროს ბიჭია.
"ნაპოლი"? - ჯერ მხოლოდ მარტის თვეა, წინ დიდი დრო გვაქვს. მიუხედავად ამისა, სურვილი არ მიცხრება მოვიგო როგორც სკუდეტო, ისე ჩემპიონთა ლიგა. ჩვენს გუნდში ძალიან კარგი დამოკიდებულებაა, ფეხბურთელები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულად და ემპათიურად არიან განწყობილნი. ალბათ, ამას თუ არ გამოცდი, მაშინ ძალიან გაგიჭირდება სხვისთვის დეტალურად ახსნა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ გამარჯვებაზე და ყურადღება არ უნდა გაგვეფანტოს", - ამბობს მედიასთან ოსიმენი.
სხვათაშორის, ნიგერიელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგის შესახებაც ჰკითხეს, სადაც უწინასწარმეტყველებენ კიდეც ვიქტორს გადასვლას:
"პრემიერ ლიგა ძალიან მაგარი ჩემპიონატია და ცხადია, იქ თამაში ყველას სურს, თუმცა ამ სეზონში მხოლოდ ნაპოლიზე ვფიქრობ და მეტი არაფერი მაინტერესებს, მე ტიტულების მოგება მინდა," - ვიქტორ ოსიმენი.
წყარო: sportline.ge