"დედობა შეუდარებელი განცდაა..." - სანდრა რულოვსი ემოციურ მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აზიარებს და დედობის შესახებ წერს.
"ყველა ქალს ვულოცავ, ვისაც ერგო დედობის ბედნიერება. დედობა შეუდარებელი განცდაა, რომელიც გაამდიდრებს და გაძლიერებს. დღეს და გუშინ მოვინახულე ბავშვები ვისთანაც დედობრივი ზრუნვა მაკავშირებს: ერეკლე და ცოტნე, დაჩი, ანასტასია, ტასო", - წერს სანდრა რულოვსი.
შგახსენებთ, რომ 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.