თეგებით ძიება

"ღმერთმა რომ სამყარო შექმნა, სწორედ დედას დაავალა, ყველაზე ძლიერი ყოფილიყო" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოცილურ ქსელში დედაზე წერს და აღნშნავს, რომ დედა და სიცოცხლე ერთი და იგივეა.

"ყოველ დილას, ბინიდან რომ გავდივარ, წიგნების თაროდან დედაჩემის ფოტო მიღიმის და იმ დღეს გასავლელ გზას, ფიქრსა და ქცევას დამილოცავს ხოლმე - მეშვიდე ათეულს ვამთავრებ და ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, რომ ასეა.

ამ ღიმილს ისეთი ძალა აქვს, სხვას რომ ვერავის და ვერაფერს დაუკავშირებ.

ის დაუმარცხებელია.

როგორც ჩანს, ღმერთმა რომ სამყარო შექმნა, სწორედ დედას დაავალა, ყველაზე ძლიერი ყოფილიყო.

და - ყველაზე მშვენიერიც.

და - ყველაზე თბილიც.

და - ყველაზე საყვარელიც.

და - ყველაზე იდუმალიც.

და - ყველაფერზე აღმატებულიც.

დედა და სიცოცხლე ერთი და იგივეა.

მე არ ვიცი, სად არის ახლა დედაჩემი (ღმერთი მას ცუდი ადგილისთვის ვერ გაიმეტებდა), მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სულ ჩემთან არის.

დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი ასე ფიქრობს (თუ არა - მას ადამიანს ვერც უწოდებ).

გილოცავთ დედის დღეს - ამქვეყნად რა უნდა მოხდეს, რომ ის ღიმილიანი არ იყოს?!", - წერს მურღულია.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა