მაგნიტური დღეების კალენდარი - თავის ტკივილები, წნევის ცვალებადობა რატომ უნდა იყოთ ფრთხილად?
ზოგადად ვიცით, რომ გაზაფხულის პირველი თვე დატვირთულია ძლიერი მაგნიტური დღეებით, ამიტომ ხშირად ხდება წნევის ცვალებადობა, თავის ტკივილი, შესაბამოსად, ექიმების რეკომენდაციებს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მაგნიტური ქარიშხლების კალენდრის თანახმად, მარტი ამ კუთხით მეტად რთული თვეა.
მარტი – მოსალოდნელია 4-ბალიანი მაგნიტური რყევები, რაც გამოიწვევს: თავის ტკივილებს, წნევის ცვალებადობას, აღგზნებადობას.
ადამიანები იგრძნობენ: ძილის დარღვევებს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, თავის ტკივილებს, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას. NASA-ს მონაცემებით, ის პიკს 19 მარტს მიაღწევს, რა დროსაც პლანეტარული ინდექსი 20-მდე აიწევს. შედარებისათვის: ჩვეულებრივ დღეებში ინდექსის ნიშნული 5-ია.