თეგებით ძიება

რატომ იტყუება ადამიანი? - ზურა მხეიძის განმარტება

რატომ იტყუება ადამიანი? - ამ კითხვაზე პასუხს ფსიქოლოგი, ზურა მხეიძე სცემს.

გთავაზობთ ამონარიდს მისი წიგნიდან "სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში".

"იტყუება იმიტომ, რომ მოერგოს სიტუაციას. ე.ი. ტყუილი წარმოადგენს ადაპტაციის საშუალებას მოცემულ გარემოში. მაგალითად, სამსახურში თუ გეტყვიან, რომ  არასაპატიო მიზეზით 5 წუთის დაგვიენების შემთხვევაში სამსახურიდან გაგაგდებენ, დარწმუნებული იყავით, თანამშრომლების 80% ტყუილს იტყვის. რატომ? იმიტიმ, რომ მე შევქმენი გარემო, სადაც მას სჭირდება ადაპტირება გადარჩენისთვის. მე ვიღაც ვაიძულე, რომ ტყუილი ეთქვა! ამაზე არ ვფიქრობთ ხოლმე. ოჯახშიც ასე ხდება. მაგალითად, მამა მკაცრია და შვილს უკრძალავს სადღაც სიარულს, ის უკვე აიძულებს ბავშვს, რომ თქვას ტყუილი სადმე წასასვლელად".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა