დიდი ალბათობით, უკრაინული ჯარი ბახმუტიდან კონტროლირებადი გასვლისთვის ემზადება
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, დიდი ალბათობით, უკრაინული ჯარი ბახმუტიდან კონტროლირებადი გასვლისთვის პირობებს ამზადებს.
„ხიდების პრევენციული აფეთქება, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ჯარი შესაძლოა ცდილობდეს, ხელი შეუშალოს აღმოსავლეთ ბახმუტის რუსე სამხედროების გადაადგილებას და შეზღუდოს ბახმუტიდან დასავლეთის მიმართულებით გასვლის პოტენციური გზები“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.