თეგებით ძიება

როგორ მოხვდა დედამიწაზე წყალი და რამდენი წლისაა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყალი? - მეცნიერული დასკვნა ცნობილია

დედამიწის წყალი 4.5 მილიარდი წლისაა, სულ მცირე, მისი რაღაც ნაწილი მაინც.  ასევე, ჩვენს პლანეტაზე, წყალი სავარაუდოდ პლანეტოშენადედებმა მოიტანეს, მაგრამ უცნობია, როდის.

ზოგაგად, რომ ვთქვათ, დედამიწაზე წყლის წარმომავლობის ამბავი ბურუსითაა მოცული. ჩვენს პლანეტაზე წყლის მოხვედრის შესახებ მრავალი სხვადასხვა ჰიპოთეზა და თეორია არსებობს; მათ მხარს მრავალი მტკიცებულებაც უჭრეს.

როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავურ სისტემებში დიდი ოდენობით წყალია. ჩვენის მსგავს მზის სისტემებში, წყალი ახალგაზრდა ვარსკვლავის ზრდასთან და პლანეტების წარმოქმნასთან ერთად „მოგზაურობს“. მტკიცებულება დედამიწის მძიმე წყალში იმალება, რომელიც მიუთითებს, რომ ჩვენი პლანეტის წყალი 4,5 მილიარდი წლისაა.

მზის სისტემის წარმოქმნა გიგანტურ მოლეკულურ ღრუბელში დაიწყო. ასეთი ღრუბელი ძირითადად წყალბადისგან შედგება — წყლის მთავარი კომპონენტისგან. მის შემცველობაში რაოდენობის მხრივ, შემდეგ მოდის ჰელიუმი, ჟანგბადი და ნახშირბადი.

ეს ღრუბელი ასევე შეიცავს სილიკატური და კარბონატული მტვრის ციცქნა ნაწილაკებს. ახალ კვლევაში ავტორებმა მზის სისტემაში წყლის ისტორია შეისწავლეს, რომელიც სწორედ ამ ღრუბელში იწყება.

„დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე მძიმე წყლის რაოდენობა არიადნეს ძაფია, რომელიც შეიძლება, მზის სისტემის მიერ გავლილი ლაბირინთიდან ყველა შესაძლო გზით გამოსვლაში დაგვეხმაროს“, — წერენ მკვლევრები.

წყარო: პირველი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა