თეგებით ძიება
04. 03. 2023 მსოფლიო

ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა - როგორია აშშ-ის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ექიმმა, კევის ოკონორმა გაავრცელა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციები წარსულშიც აქვს გაკეთებული. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კანის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ბაიდენს დაუდგინდა, აშშ-ში ფართოდაა გავრცელებული. ის ყოველ წელს 3,6 მილიონ ამერიკელს უდგინდება და საწყის სტადიაზე ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ოპერაცია 16 თებერვალს უოლტერ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა. შედეგად, ყველა დაზიანებული ქსოვილი მოცილებულია.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენს დამატებითი მკურნალობის ჩატარება არ დასჭირდა და ის სრულიად ჯანმრთელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა