ვინ არის ძებნილი ქართველი, რომელიც ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად ჩასვლის დროს დააკავეს?
იტალიის ქალაქ ნეაპოლში დააკავეს საბერძნეთის პოლიციის მიერ ათი წლის განმავლობაში ძებნილი ქართველი, რომელიც ქალაქს ხვიჩა კვარაცხელიას მატჩის საყურებლად ეწვია.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დამნაშავე 38 წლის, ირაკლი ნარიმანიძეა, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. იტალიის პოლიცია, მას სავარაუდოდ საბერძნეთს რამდენიმე დღეში გადასცემს.
ის ათი წლის განმავლობაში საბერძნეთის მიერ იძებნებოდა. ბერძნული გამოძიება, მამაკაცს ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. მას დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.