თეგებით ძიება
04. 03. 2023 მსოფლიო

ვერ დაიჯერებთ, გადარჩენისთვის რა გავაკეთე: ჭიებს, მატლებს, მწერებსა და ველურ ხილს ვჭამდი - რა გადაიტანა ამაზონის ჯუნგლებში, 31 დღით დაკარგულმა კაცმა?

ამაზონის ჯუნგლებში, 31 დღით დაკარგულმა კაცმა, 30 წლის ჯონათან აკოსტამ თავი ჭიების ჭამით გადაირჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

აკოსტამ ბოლივიის ჩრდილოეთ ნაწილში 4 მეგობართან ერთად სანადიროდ წავიდა, თუმცა ჯგუფს ჩამორჩა და ერთი სრული თვე ამაზონის ჯუნგლებში დაიკარგა.

როგორც თავად იხსენებს, ფეხსაცმელში წვიმის წყალს აგროვებდა და სასმელად იყენებდა.

"ვერ დაიჯერებთ, გადარჩენისთვის რამდენიმე რამ გავაკეთე - ჭიებს, მატლებს, მწერებსა და ველურ ხილს ვჭამდი", - ამბობს ის. 

🔷 ერთი თვის შემდეგ 30 წლის კაცს სამაშველო ჯგუფმა მიაგნო, რომელშიც მოხალისეობრივად მისი მეგობრებიც იყვნენ გაწევრიანებულები. აღმოჩნდა, რომ მან წონაში 17 კილოგრამი დაიკლო, დაზიანებული აქვს ტერფი და ორგანიზმი  დეჰიდრატირებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა