გავაგრძელებთ ყველანაირ ძალისხმევას, რათა ხელი შევუშალოთ „ქართულ ოცნებას“ - სალომე სამადაშვილი
გავაგრძელებთ ყველანაირ ძალისხმევას, რათა ხელი შევუშალოთ „ქართული ოცნების“ გეგმას, ამ კანონის მიღებით გადაიყვანოს ქვეყანა ევროპული გზიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ კვირას კიდევ უფრო მწვავე პროტესტი იქნება.
„ჩვენ, გავაგრძელებთ ყველანაირ მცდელობას, ძალისხმევას, საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან ერთად, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში და ასეთი არის მოსახლეობის უმრავლესობა, რათა ხელი შევუშალოთ „ქართული ოცნების“ გეგმას, გადაიყვანოს ჩვენი ქვეყანა ევროპული მომავლის გზიდან, მათ შორის, ამ კანონის მიღების გზით. შესაბამისად, გაგრძელდება პროტესტი", - აცხადებს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.