რა ხდება, როდესაც მოწევას თავს ანებებ? - ექიმის განმარტება
რა ხდება როდესაც მოწევას თავს ანებებ? - საკითხზე დეტალურ ინფორმაციას ექიმი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში ავრცელებს:
20 წუთში - შენი გულისცემის სიხშირე ეცემა;
12 საათში - სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის (მხუთავი აირი) დონე ჩამოდის ნორმაზე;
2 კვირიდან 3 თვემდე - შენი გულის შეტევის რისკი იწყებს შემცირებას. ფილტვის ფუნქცია იწყებს გაუმჯობესებას;
1-დან 9 თვემდე - ხველა და სუნთქვის გაძნელება მცირდება;
1 წელში - გულის კორონარული დაავადების რისკი ნახევრდება იმასთან შედარებით, რაც აქვს მწეველს;
5 წელში - ინსულტის რისკი მცირდება, 5-დან 15 წელიწადში უტოლდება არამწეველის რისკს;
10 წელში - შენი ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის რისკი ნახევრდება ვიდრე აქვს მწეველს. პირის ღრუს, ყელის საყლაპავის, შარდის ბუშტის, თირკმელების, პანკრეასის კიბოს რისკი მცირდება;
15 წელში - შენი გულის კორონარული დაავადების რისკი მცირდება და უტოლდება იმ მაჩვენებელს რომელიც აქვს არამწეველ ადამიანს.