თეგებით ძიება
04. 03. 2023 მსოფლიო

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად აქტიურად მოვამზადოთ ყველაფერი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ევროკავშირის წევრობისთვის მაქსიმალურად აქტიური მზადებაა.

"ცხადია, რომ ამ წელს ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე გასულ წელს. მიზანია - მაქსიმალურად აქტიურად მოვამზადოთ ყველაფერი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის, გაიზარდოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, გაძლიერდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მე მადლობელი ვარ რობერტა მეცოლას, ევროპაში ჩვენი ყველა მეგობრის, მათი, ვინც უკრაინას ინტეგრაციის გზაზე ეხმარება. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის უსაფრთხოების და ჩვენი მებრძოლების გაძლიერებაში გვეხმარება“, - განაცხადა ზელენსკიმ FACEBOOK-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა