თეგებით ძიება

აქციაზე დაკავებული სტუდენტი მოსამართლემ 2 300 ლარით დააჯარიმა

2 მარტს გამართულ აქციაზე დაკავებული სტუდენტი, საბა მეურნიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2 300 ლარით დააჯარიმა. 

ის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, რაც მოსამართლემ გაიზიარა.

ცნობისთვის, 2 მარტს, "უცხოური აგენტების" კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს.

ხელწერილით გაათავისუფლეს იზოლატორიდან დღეს კიდევ 7 აქტივისტი, რომელთა სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა