თეგებით ძიება

ბავშვი ტუალეტში ვნახე, ამოვიღე, გავრეცხე, პარკში ჩავდე და საღორის თავზე შემოვდე, რომ არაფერს შეეჭამა - რას ამბობს მამა, რომლის 13 წლის გოგომ იმშობიარა? (ვიდეო)

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მე-7 კლასელმა გოგომ ბავშვი გააჩინა, ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს, დედა კი ექიმებმა გადაარჩინეს.

13 წლის გოგონას მამა, 36 წლის კაცი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ საკუთარი შვილიშვილის ცხედარი ბოსელში შეინახა. რამდენიმე საათის დაბადებული ჩვილი კაცის მტკიცებით მან საპირფარეშოში იპოვა.

"ტუალეტში ვნახე, ამოვიღე, საღორის თავზე შემოვდე, რომ არაფერს შეეჭამა. ბავშვი გავრეცხე, პარკში ჩავდე", - აცხადებს მეშვიდე კლასელი გოგონას მამა. 

 გოგოს მამამ 9 თვე 13 წლის გოგონას ორსულობა ვერ შეამჩნია და ამბავი მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც საპირფარეშოში შესულს ძირს დაგდებული ჩვილი დახვდა.

არასრულწლოვნის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, სამედიცინო კვლევებით მშობიარობის ფაქტი დადასტურდა და კლინიკამ  ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

ბავშვმა გამომძიებლებს შოკისმომგვრელი ჩვენება მისცა. არასრულწლოვანმა პოლიციას უთხრა, რომ მას სექსუალური კავშირი 2 არასრულწლოვანთან ჰქონდა. ერთი კი მისი მოგვარე და 16 წლის ბიძაშვილია.

არის თუ არა ჩვილის მკვლელობის თანამონაწილე, 13 წლის მშობიარის მამა - ახლა ეს გამოძიებისთვის მთავარი კითხვაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა