თეგებით ძიება

„სულ უფრო და უფრო ახლოს მივყავართ ჩეჩმასთან, მაგრამ სამაგიეროდ გადავრჩებით...“ - ხუხაშვილი ივანიშვილზე

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს.

„ბიძინას პოლიტიკური სცენარი შემდეგში მდგომარეობს:

ის ყველა საშუალებით გვარწმუნებს, რომ სუფთა ჰაერი მოწამლულია უსუნო და უფერო ნივთიერებით, რომლის ნეიტრალიზაციისთვის მან საკუთარი სახსრებით და თავგანწირულად დადგა ჩეჩმა-დეზოდორანტი, საიდანაც მართალია მყრალი სუნი მოდის, მაგრამ სამაგიეროდ “გადავრჩებით”.

სულ უფრო და უფრო ახლოს მივყავართ ჩეჩმასთან, რადგან მტრები არ ისვენებენ და უფრო მაგრად წამლავენ ჰაერს… სიმყრალე ძლიერდება….სამაგიეროდ “გადავრჩებით”.

ბოლოს ჩეჩმაში შევყავართ, ყარს მაგრამ გადავრჩით მოწამვლას…“ - წერს გია ხუხაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა