თეგებით ძიება

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ყველა პირი თავისუფალია

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ყველა პირი თავისუფალია. მათი ნაწილი ხელწერილის საფუძველზე, ნაწილი კი თბილისის საქალაქო სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

7 ადამიანის პროცესი 22 მარტამდე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გადაიდო, დანარჩენის თარიღი უცნობია.

სამოქალაქო აქტივისტი, საბა მეურმიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ყველა ბრალდებული თავს უდანაშაულოდ თვლის.

ცნობისთვის, 2 მარტს, „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის რეგისტრაციის საწინააღმდეგო აქციაზე 36 პირი დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა