თეგებით ძიება

ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის შეწყალებას მოუწოდებენ. 

"ექიმებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეც გადის. დრო არ ითმენს, ახლა სიჩუმე და გულგრილობა დაუშვებელია.

ჩვენ, ექიმები ვდგავართ სიმართლის, სამართლიანობის მხარეს, ვფიქრობთ, ნიკა გვარამიას უმოკლეს ვადებში გათავისუფლება იქნება გონივრული გადაწყვეტილება, სწორი როგორც მორალურად, ასევე, იურიდიულად და დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ამ მეტად მნიშვნელოვან გზაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ახალი მოძრაობა - "ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა" 16 თებერვალს დაფუძნდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა