დღეს ბორჯღალოსნები რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარ ფინალურ შეხვედრას რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
ლევან მაისაშვილის გუნდში წინა თამაშისგან განსხვავებით 2 ცვლილებაა. ტრადიციულად ამ გუნდებს შორის ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდება.
საქართველო და რუმინეთი ერთმანეთს აქამდე 26-ჯერ შეხვდნენ, რომელთაგანაც 16-ჯერ „ბორჯღალოსნებმა“ მოიგეს.
მატჩი დღეს, ავჭალის სტადიონზე, ოთხ საათზე დაიწყება.