თეგებით ძიება
05. 03. 2023 მსოფლიო

„ვლადიმერ პუტინი დაისჯება!“ - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ომის ავტორები და მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, დაისჯებიან.

"პირველი ნაბიჯი ტრიბუნალისკენ. უკრაინამ, ბალტიისპირა ქვეყნებმა, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს საინიციატივო შეთანხმებას რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ცენტრის შექმნის შესახებ. ეს არის სავალდებულო სისხლის სამართლის პროცესის ფორმალიზება. ომის ავტორები, მათ შორის პუტინი, დაისჯებიან" - წერს პოდოლიაკი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა