თეგებით ძიება
05. 03. 2023 მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრისას შენობების ჩამონგრევასთან დაკავშირებით 800-მდე ადამიანი დააკავეს

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, შენობების ჩამონგრევასთან დაკავშირებით, თურქმა სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი 791 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, სასამართლოს ბრძანებით, 251 დაკავებული გათავისუფლებულია, პატიმრობაში რჩება 249 ადამიანი.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. დანგრეულია ასობით საცხოვრებელი კორპუსი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა