ტაბაწყურის ტბასთან, უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს
სამცხე ჯავახეთში, ტაბაწყურის ტბასთან მაშველებმა დაკარგული უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს.
ტურისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში გუშინ შევიდა. ძებნა მაშინვე დაიწყო.
უამინდობის გამო, ტრაგედიის ადგილი ვერტმფრენისთვის მიუდგომელი იყო, ამიტომ ცხედრის გამოყვანა ბაკურიანელმა მაშველებმა საფეხმავლო გზით შეძლეს. მაშველებმა გარდაცვლილთან ერთად მყოფი მეორე ტურისტის გადარჩენა შეძლეს.
წყარო: „რუსთავი 2“