როგორია 6 რიცხვში დაბადებული ადამიანი?
რიცხვი, რომელშიც არის ადამიანი დაბადებული, წარმოადგენს მის სავიზიტო ბარათს საზოგადოებაში და ქმნის ერთგვარ წარმოდგენას ჩვენი პიროვნების შესახებ.
6 რიცხვი არის პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ, რაც თავის მხრივ ითვლება სიყვარულის, სილამაზის და ჰარმონიის სიმბოლოდ.
ოპტიმალურ სიტუაციაში 6 ენერგიის მატარებელი ადამიანები ხელოვანი ხალხია, რომლებიც ყველაფერს სიყვარულით და ვნებით აკეთებენ, ქმნიან ჰარმონიას ყველაფერში, დაწყებილი ინტერიერიდან და ტანისამოსიდან დამთავრებული ადამიანებთან ურთიერთობებში, ნუ, რა თქმა უნდა, თუ ნიშანი პლიუსშია.
პლიუსში ამ ადამიანს გააჩნია შინაგანი არისტოკრატიზმი, დახვეწილი ქცევის ნორმები, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მათდამი დამოკლიდებულება და საერთოდ საზოგადოების აზრი მათთვის გადამწყვეტია.
ეს ენერგია თუ მინუსში მიდის, ვლინდება ზედმეტი დამოკიდებულება საზოგადოების თუ ახლობლების აზრზე, საზოგადოებაში მათი იმიჯი, იმდენად სწყურიათ, საზოგადოების სიყვარული და დაფასება, რომ მზად არიან, ის ნიღაბი მოირგონ, რაც მათ ხალხის დაფასებას, აღიარებას და სიყვარულს მოუტანს.
არსებობენ ორი კატეგორია მინუსური გამოვლინების: პირველი, რომლებიც იდიალური სიყვარულის ძიებაში ბევრ პარტნიორს იცვლიან და მეორე კატეგორია, რომლებიც იმ ერთადერთ იდიალურს ეძებენ, რომელიც არ იქნა და არ გამოჩნდა.
ამასთან ერთად, ეს ადამიანები ზემგრძნობიარეები არიან, ძალიან ადვილად სწყინთ და იმახსოვრებენ უმნიშვნელო წყენებსაც, რა თქმა უნდა, ეს მეტად გამოკვეთილია ენერგიის მინუსური გამოვლენის დროს.
მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ადამიანები ყოველთვის იმსახურებენ ხალხის ნდობას და სიყვარულს, მათ აფასებენ და ყოველთვის გარშემორტყმულნი არიან ადამიანებით.
თუ 6-იანს კონკრეტული საზოგადოება არ მოწონს დიდხანს ისედაც არ გაჩერდება ამ საზოგადოებასში, იგივე ითქმის სამსახურზეც, მისთვის მნიშვნელოვანია სამსახური სიამოვნებას ანიჭებდეს, ხშირად ისინი მუშაობენ სფეროებში, სადაც ზრუნავენ ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობაზე, სილამაზესა თუ კომფორტზე. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მთელი გატაცებით და სიყვარულით აკეთებენ.
ფინანსურად 6-იანი იღბლიან ენერგიად ითვლება. როგორც წესი, 6-იანი ის ენერგია, რომელიც ყველაზე მგრძნობიარედ განიცდის მარცხს და იმედგაცრუებას, რის შემდეგაც ეწყებათ შინაგანი ქაოსი. მათთვის ასეთ დროს საუკეთესო საშუალებაა ძილი. ითვლება, რომ ძილში ისინი ღვთიური ენერგიებისგან რჩევებს იღებენ, ისინი ხომ ღვთის რჩეულად მოიაზრებიან და იღბალიც ხშირად მათ მხარესაა.
მიუხედავად იმის რომ ეს მნიშანი კარიერიერულად იღბლიანი ნიშანია, თუ დაქორწინდებიან, ოჯახი მათთვის უმნიშვნელოვანესია და დროის უმეტეს ნაწილს შვილების აღზრდას უთმობენ. 6-იანი ითვლება საუკეთესო მასწავლებლად, რადგან თუ ასწავლის იგი მთელ სულს და გულს აქსოვს და მთელი პასუხიმგებლობით ეკიდება საქმეს. ამ ნიშნით გვხვდებიან მენეჯერულ და მმართველობით პოზიციებზეც.
არ არსებობს 6-იანი, რომელსაც ჰობად მაინც არ გააჩნდეს ხელოვნების რაიმე მიმართულება ეს ფერწერა იქნება, მუსიკა, ქორეოგრაფია, ლიტერატურა თუ სხვა სფერო. მოკლედ, ეს ადამინები შემოქმედები არიან თავისი ნატურით ყველაფერში რასაც არ უნდა აკეთებდნენ, საკუთარ სტილს და კვალს ტოვებენ.
წყარო: ფეისბუქგვერდი "ნუმეროლოგია და ასტროლოგია"