„ისე, რა მნიშვნელობა აქვს რა კანონი იქნება?!.. ან სიტყვა “ აგენტი” იქნება თუ “ ტარხუნა” თუ “ტრიხამონა”…“ - ხათუნა ხოფერია
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„იცით რას ვფიქრობ?!…
კიდევ კარგი, კანონი “ ბუსუსებიანი პრეზერვატივის “ შესახებ უკვე მიღებული გვაქვს, თორემ, მაგაზე აქ ამბავი ატყდებოდა დღევანდელ რეალობაში… პოლიტიკური ვაი- უშველებელი…
ისე, რა მნიშვნელობა აქვს რა კანონი იქნება?!.. ან სიტყვა “ აგენტი” იქნება თუ “ ტარხუნა” თუ “ტრიხამონა”… მთავარი ხომ ამბის ატეხვაა… თემის აგორება და ხალხის ქუჩაში გამოყვანაა…
არ გინდათ, ახლა, ეს აკადემიკოსები, მოტივტივეები და წყალწაღებულები… აქტრისა მარგარიტები და ტაკარაცუკას ქალიშვილები…
ყველანი ვხვდებით, რომ თემას კარგად გაარტყით!
ისე, იმასაც ვხვდებით, რომ ხელისუფლებასაც სჭირდებოდა “ კანონგარეშე” ლუსტრაციის ინიცირება!
მართალია, პოლიტიკურ ველზე შუაგაკრეფილია, მაგრამ საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ელიტარულ საზოგადოებაში, უკანალის მოთამაშენი და ჩასაფრებულები ჯერ ისევ მრავლად რომ იყვნენ გაყუჩულები, კარგად იგრძნობოდა!
ჰო და, აქაც დაიწყო “შუაგასაკრეფიას” გარდაუალი პროცესი!!!
ესეც გაიკრიფება და…
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
აი, ესაა ის, რაც შუბლზე და მკერდზე უნდა ამოითარჯოს ყველამ!
და ის, ომი რომ არ იქნება!.. და ისიც, მშვიდობა რომ უალტერნატივოა!“ - წერს ხათუნა ხოფერია.