„ეს ოცნება ამისრულდა რამდენიმე დღის წინ“ - რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრა რულოვსი?
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი უფლისციხეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს.
„27 წელია საქართველოში ვცხოვრობ და უფლისციხე არასდროს არ მქონდა ნანახი. ეს ოცნება ამისრულდა რამდენიმე დღის წინ.
საოცარი ადგილია, მტკვრის სანაპიროზე, სადაც თითქმის 5000 წლის წინ უკვე ადამიანები ბინადრობდნენ. გახდა აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლის, იბერიის) სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრი. აქ, ‘უფლისწულის ეკლესია’ X საუკუნეში აშენდა“, - წერს სანდრა რულოვსი.