თეგებით ძიება

ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე - დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე "ხალხის ძალის“ კანონის განხილვას დიდი ხმაური მოჰყვა.

სხდომათა დარბაზი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს. 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდა. ანრი ოხანაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა, რამაც ვაშაძის და ანა წითლიძის პროტესტი გამოიწვია. კამათში ჩაერთო ლევან ხაბეიშვილიც.

"ბატონო, გიორგი, სახე გააკონტროლეთ. შენობით არ მოგმართავთ, როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს, ისე მოიქეცით," - უთხრა ვაშაძეს ოახანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა