თეგებით ძიება

სალომე სამადაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე "ხალხის ძალის“ კანონის განხილვას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომათა დარბაზი პარტია „ლელოს“ წევრ, სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს. 

პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონპროექტის წინააღმდეგ მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. 

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა