თეგებით ძიება
06. 03. 2023 ვიდეო

ანრი ოხანაშვილი ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა (ვიდეო)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს სახეში ხელი დაარტყა. ოხანაშვილს ხელი შეუბრუნა ლევან ხაბეიშვილმაც. ანრი ოხანაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა ანი წითლიძეც. 

ოპოზიციონერი დეპუტატები მანდატურის სამსახურმა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა