თეგებით ძიება
06. 03. 2023 ვიდეო

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კომიტეტზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვისას ბანერი გაშალეს (ვიდეო)

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე "ხალხის ძალის“ კანონის განხილვას დიდი ხმაური მოჰყვა.

ოპოზიციის წევრებმა "ქართული ოცნების“ ბანერი გაშალეს წარწერით: "Русский военный корабль иди на .уй".

პლაკატის გაშლის შემდეგ მანდატურებმა დეპუტატი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

სამადაშვილის მსგავსად, მანდატურებმა ძალის გამოყენებით, სხდომაკიდევ რამდენიმე დეპუტატს დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა