თეგებით ძიება

შეშლილი „პუტინისტები“ არიან - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვისას მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეშლილი „პუტინისტები“ არიან.

მისივე თქმით, კომიტეტის სხდომა იძულებით სუს-ის 12-მა თანამშრომელმა დაატოვებინა.

„ფაქტობრივად, სუს-ის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი, მათ შორის ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე უკან არ იხევენ. შეშლილი "პუტინისტები" არიან, ანრი ოხანაშვილი და რუსეთუმე "პუტინისტი" დეპუტატები მზად არიან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვისაც. ამათ პასუხი უნდა გავცეთ ყოველ მიზეზ გარეშე, გავცემთ და დაგველოდონ. პუტინისტური კანონი არ მოგვწონს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა