თეგებით ძიება

"სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან" - რამ გააბრაზა დათო გორგილაძე?

ტელეწამყვანი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს ვინც მხარს უჭერს, სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან. 

"გამარჯობა არ უთხრათ.

ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან. 

შეარცხვინეთ [რთული იქნება, გაგიჭირდებათ, მაგრამ სცადეთ]. 

ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა. 

ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს.

დრო ამას ისედაც იზამს, გარდაუვალია, მაგრამ აქედანვე დავიწყოთ", - წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა