თეგებით ძიება

"უსამშობლო "ნაცების“ აქციაზე ქართველი ენჯეოშნიკები ითხოვენ, ჩვენი ფულის გაუმჭვირვალობის დასაცავად ქუჩაში დადექითო" - თამთა მეგრელიშვილი

"ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს "უსამშობლოებს" უწოდებს.

"უსამშობლო „ნაცების“ აქციაზე ქართველი ენჯეოშნიკები ითხოვენ, ხალხო გამოდით, ჩვენი ფულის გაუმჭვირვალობის დასაცავად ქუჩაში დადექითო... მსგავსი რამ არასოდეს არსად არ მომხდარა. იმიტომაც არიან თითზე ჩამოსათვლელები,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა