თეგებით ძიება

"ვიღაც რუსმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა არარაოებებმა უნდა გამომაცხადონ აგენტად, ჯაშუშად" - რას წერს ვახო სანაია?

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნიდან მაშინაც კი არ წავიდა, როდესაც შიმშილი და მკვლელობა ხდებოდა, ახლა კი შესაძლოა, ჯაშუშად გამოაცხადონ.

"ჩემს ქვეყანაში, სადაც გამოვიარე ომები, დევნილობა, შიმშილი, მკვლელობა, ძალადობა, დარბევები, კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენი უბედურება და, მიუხედავად არაერთი შანსისა, მაინც არ წავედი აქედან, - ამ ყველაფრის მერე ვიღაც რუსმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა არარაოებებმა უნდა გამომაცხადონ აგენტად, ჯაშუშად, ხალხის მტრად და მეორეხარისხოვან ადამიანად ჩემსავე ქვეყანაში ან უნდა განმდევნონ ამ ქვეყნიდან ?! კაცი, რომელსაც სულ ფეხებზე ეკიდა ომი ცხინვალში, ომი აფხაზეთში, 2008 წლის ომი. როცა ჩვენ ბომბები გვაცვიოდა თავზე, ხან რუსეთში იჯდა, ხან ლებედს აფინანსებდა და ხან რუსებს აქედან უთვლიდა, თქვეთან ვარო, ეს კაცი მეუბნება მე, რომ ამ ქვეყანაში ჩემი ადგილი არ არის ?! 

მაგასაც ვნახავთ, ვისი ადგილი იქნება და ვისი არა ! 

და მე საერთოდ ვინა ვარ, როცა მთელი თაობები ფიზიკურად გაწყდნენ ამ ქვეყნისთვის და ამას ამ ყველაფრის გადახურდავება და რუსებისთვის მიყიდვა უნდა.  

ვნახავთ, რასაც მოიმკის ! 

მისგან განსხვავებით, ჩვენ სხვა სამშობლო არა გვაქვს !", - წერს სანაია.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა