თეგებით ძიება

პარლამენტთან რუსეთის დროშა დაწვეს - რა ვითარებაა საკანონმდებლო ორგანოსთან?

"არ დაუშვათ საქართველოში რუსეთის ბოგინი", -  პარლამენტთან აქტივისტებმა ოკუპანტი ქვეყნის დროშა დაწვეს.

ამასთან, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანი წითლიძე და პაატა მანჯგალაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვლას ითხოვს, სადაც „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობენ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა