"ეს ჩვენი საშინელი ამბავია!.." - რას წერს მამა პეტრე?
მამა, პეტრე (კვარაცხელია) იმ მახინჯ ჩვევებზე წერს, რაც საქართველოში, მისი აზრით, არსებობს:
"ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება:
შეიძლება იყო ეკლესიური, მაგრამ ვინმეს დანა გაუყარო…
შეიძლება სამშობლოს სადღეგრძელო შესვა დუჟმორეულად, ოჯალეშის ან უსახელაურის ნაჟური ღიპზე გეწვეთებოდეს და რუსეთი მაინც შენი ხსნა გეგონოს…
შეიძლება სამარხვო ძეხვებს და სოსისებს ცხელი თვალებით დაეძებდე, მაგრამ ადამიანი ცოცხლად დაგლიჯო…
შეიძლება გმირობაზე იქადაგო, მაგრამ არჩილ ტატუნაშვილის წამების ისტორია დაგავიწყდეს…
ჰო, ეს ჩვენი საშინელი ამბავია!..", - წერს სასულიერო პირი.