ჰუმანიტარი ხართ, თუ ტექნიკური გონება გაქვთ - გაინტერესებთ რა ტიპის აზროვნება გაქვთ? (თავსატეხები)
რა ტიპის აზროვნება გაქვს? ხშირად შეიძლება, გვესმოდეს მსგავსი შეკითხვა. შესაძლოა, უცხო ენებს ითვისებდეთ ადვილად, ან მათემატიკასთან, ციფრებთან მეგობრობდეთ....
კითხვაზე პაუსხის გასაგებად უპასუხეთ შემდეგ შეკითხვას:
რამდენჯერ დაგჭირდებათ სამიანის დაწერა, რომ გამოსახოთ რიცხვები 3-დან 493-მდე? სწორ პასუხს სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე ამ ორი ვერსიიდან აირჩიეთ ის, რომელიც თქვენი ამოხსნის გზას და შედეგს გამოხატავს
1. თუ დაიწყეთ ამოხსნის პრინციპის ძებნა და პასუხი სწრაფად მიიღეთ:
თქვენ 100% ტექნიკური გონება გაქვთ, რადგან სწრაფად მიხვდით, რა მიმართულებით უნდა გეფიქრათ. სავარაუდოდ, სკოლაში ალგებრასა და გეომეტრიაში მაღალი ნიშნები გქონდათ ისევე, როგორც სხვა ზუსტ მეცნიერებებში. ამიტომაც ყველაფერი სწორად ამოხსენით.
2. თუ ჩამოწერეთ რიცხვების მთელი თანმიმდევრობა და სამიანები დათვალეთ:
არაპროპორციულად დიდი დრო დაგჭირდათ ამ თავსატეხის ამოსახსნელად. ტექნიკური გონება საშუალებას მოგცემდათ უფრო სწრაფად გეპოვათ გამოსავალი - მაგრამ თქვენ გაამარტივეთ გზა და მხოლოდ მექანიკური ხერხით შემოიფარგლეთ. ეს ნიშნავს, რომ ჰუმანიტარი ბრძანდებით.
წყარო: mshoblebi.ge