თეგებით ძიება

"კახა კალაძეს მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, შოთა არველაძეს - ქართველი ხალხის გული" - ბექა ყორშია

ჟურნალისტი, ბექა ყრშია საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, შოთა არველაძის დღევანდელ მიმართვას ეხმაურება და წერს, რომ მან ქართველი ხალხის გული მოიგო.

"კახა კალაძეს მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა 

შოთა არველაძეს მოგებული აქვს ქართველი ხალხის გული", - წერს ბექა ყორშია.

შეგახსენებთ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დღეს შოთა არველაძემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქვეყნის არჩევანი არ უნდა გადაიხედოს.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. 

აღნიშნულ ინიციატივას საზოგადოებაში უკმაყოფილება მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა