თეგებით ძიება

როგორც მეგობარი, გეუბნებით, წარდგენილი კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან - გერმანიის ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის პოზიცია „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელია.

„როგორც საქართველოს მეგობრის, ევროკავშირის პოზიცია „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით რჩება იგივე. კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, გეუბნებით ამას, როგორც მეგობარი, – განაცხადა ფიშერმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა