თეგებით ძიება

მშობელი უნდა ეცადოს, რომ გადაწყვეტილებები ყოველთვის ბავშვმა მიიღოს - ზურაბ მხეიძის რჩევები

ფსიქოლოგ, ზურაბ მხეიძის თქმით, მამებსა და შვილებს შორის შედარებით დისტანციური ურთიერთობაა, რომელიც ბევრ ოჯახში გვხვდება.

მისივე თქმით, მამა ავტორიტეტულ ფიგურას წარმოადგენს, შვილის აღზრდაში ნაკლებად ერევა, თუმცა მისი სიტყვა ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია.

"დედასთან შვილს შედარებით ინტენსიური ურთიერთობა აქვს, მამასთან კომუნიკაცია შედარებით ნაკლებია და ამიტომაც როცა მამებისა და შვილების ერთობლივ თუნდაც ცეკვას ვუყურებთ, უფრო მგრძნობიარეები ვხდებით." - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ზურაბ მხეიძის თქმით, მამას შვილის პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია:

1. მამა პასუხისმგებელია შვილის სოციალიზაციასა და გარემოსთან ადაპტაციაზე, ბავშვი გარემო შეეგუებისა და ურთიერთობების წარმართავის უნარებს მამისგან იღებს;

2. მამა ძირითადად, ბიჭისთვისაა ავტორიტეტული, შესაბამისად, მასთან აქტიური კომუნიკაცია უნდა დაამყაროს, რათა შვილმა მაგალითების აღება სხვებისგან არ მოინდომოს.

"შვილებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ზურაბ მხეიძის თქმით, დღეს როგორც დედები, ისე მამები ძალიან დაკავებულები არიან, თუმცა შვილებთან აქტიური ურთიერთობა დედებს უფრო აქვთ", - ამბობს ფსიქოლოგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა