სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება - მიხეილ ყაველაშვილი პასუხი დეკანოიძეს
სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება - ასე უპასუხა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა დეპუტატ ხატია დეკანოიძეს, რომელმაც მას გაუნათლებელი უწოდა.
დეკანოიძემ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს უთხრა, რომ მის ადგილზე ორ წიგნს წაიკითხავდა და ისე მივიდოდა საკანონმდებლო ორგანოში.
მიხეილ ყაველაშვილი: მართლა? არ გადამრიო, მართლა? წიგნი რა შუაშია? სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ რაც გააკეთე, უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება. იმას შინაგანი მრწამსი სჭირდება და სინდისი სჭირდება.
ხატია დეკანოიძე: - წიგნი თავშია. პარლამენტის წევრი რომ ხარ, განათლება არ გაქვს, უმაღლესი განათლება არა გაქვთ, ვის ელაპარაკები, შენ ყიდი სამშობლოს ახლა.... მიშა ძალიან უწიგნური ხარ.