თეგებით ძიება

"ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ...ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - რას წერს სალომე სამადაშვილი პარლამენტიდან?

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, პარლამენტში ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ და შესაბამისად, ე.წ. რუსული კანონის განხილვა ვერ ხერხდება.

"ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ასევე ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა სარჯველაძეს. არ ისურვა რუსულ კანონზე საუბარი და გაიქცა", - წერს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.

აღნიშნულ კანონპროექტს საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა