თეგებით ძიება

"ჩვენი მამა დაიღუპა რუს ოკუპანტთან ბრძოლაში... ჩვენ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ!" - გიორგი კალატოზიშვილი

პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი თბილისში, პარლამენტთან მიმდებარე აქციიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ იქ დგას, სადაც უნდა იყოს.

"ჩვენი მამა, ვლადიმერ კალატოზიშვილი გმირულად იბრძოდა და დაიღუპა რუს ოკუპანტთან ბრძოლაში ტამიშთან, 1992 წლის 7 დეკემბერს - ჩვენ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ! ჩვენ იქ ვართ, სადაც ახლა იქნებოდა ვოვა!", - წერს გიორგი კალატოზიშვილი.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.

აღნიშნულ კანონპროექტს საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა